ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ აუტსაიდერთა ზონაში მყოფ „ნანტს“ ესტუმრა და ფრე იმყოფინა – 1:1.
ქართველი ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა და 71-ე წუთზე შეცვალეს. პირველ ტაიმში ხვიჩამ მეკარესთან პირისპირ ჟოაო ნევეში გაიყვანა, მაგრამ „ნანტის“ მეკარემ იყოჩააღა.
ზოგადად კი ჩვენიანი შედარებით პასიური იყო. დრიბლინგის მხოლოდ ორი მცდელობა, კარში არ დაურტყამს, ზუსტი ჩაწოდებაც არ ჰქონია. მასზე მხოლოდ 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
შეფასებები: Flashscore – 6.6; Sofascore – 6.9; Whoscored – 6.4.
აღსანიშნავია, რომ პსჟ-მა ზედიზედ 39-ე წაუგებელი (30 მოგება, 9 ფრე) საგარეო მატჩი ჩაატარა და Top 5 ლიგის ისტორიაში რეკორდი დაამყარა. პსჟ-მ აჯობა “მილანს”, რომელმაც რეკორდი 1991-93 წლებში დაამყარა.
ნანტი – პსჟ 1:1
გოლები: 0:1 ვიტინია (33), 1:1 დუგლასი (83)
25 აპრილს პსჟ „ნიცას“ უმასპინძლებს, ხოლო 29 აპრილს ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალში ლონდონში „არსენალს“ ეთამაშება.
GIPHY App Key not set. Please check settings