ესპანეთის ჩემპიონატის 28-ე ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ სტუმრად „ბასკონია“ დაამარცხა – 93:89.
ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო, მოედანზე 26 წუთი გაატარა და თავის გუნდს 9 ქულა, 6 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება შესძინა. შერმადინმა 7-დან 4 ტყორცნა გამოიყენა და 1 საჯარიმო ჩააგდო.
„ბასკონიის“ შემადგენლობაში ტრავმის გამო არ უთამაშია საქართველოს ნაკრების ლეგიონერ კამარ ბოლდუინს.
ამ მომენტისთვის „ტენერიფე“ 22 მოგებით მე-2 ადგილზეა და მხოლოდ მადრიდის „რეალს“ ჩამორჩება. მომდევნო შეხვედრას შერმადინის გუნდი 26 აპრილს ბექა ბურჯანაძის „კორუნასთან“ გამართავს.

GIPHY App Key not set. Please check settings