პოზნანის „ლეხთან“ საგარეო წაგების შემდეგ ბათუმის „დინამოდან“ წასული მეკარე ლაზარე კუპატაძე კარიერას საზღვარგარეთ გააგრძელებს. საუბარია ბუქარესტის „დინამოზე“. კლუბმა და ქართველმა მეკარემ უკვე მიაღწიეს შეთანხებას.
საინტერესოა, რომ კუპატაძით თურმე ორი პოლონური გუნდი იყო დაინტერესებული – ვარშავის „ლეგია“ და პოზნანის „ლეხი“. ეს ევროტურნირებამდე იყო და ლაზარემ „დინამოში“ დარჩენა ამჯობინა. მერე კი მოგეხსენებათ, ამავე „ლეხთან“ 5 გაშვებული გოლის შემდგე ბათუმი დატოვა.
კუპატაძე „საბურთალოს“ აღზრდილია.
GIPHY App Key not set. Please check settings