in

ემპოლიმ გადარჩენისთვის მატჩი ვერ მოიგო, გოგლიჩიძემ სრულად ითამაშა

Venezia's defender Francesco Zamopano (L) against Empoli's defender Saba Goglichidze during the Italian serie A soccer match Empoli FC vs Venezia FC at Carlo Castellani Stadium in Empoli, Italy, 20 April 2025 ANSA/CLAUDIO GIOVANNINI

საბა გოგლიჩიძის „ემპოლის“ ფინალივით და, როგორც იტყვიან, 6-ქულიანი მატჩი ჰქონდა სერია A-ში დარჩენისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტ „ვენეციასთან“, მაგრამ მხოლოდ ქულა აიღო – 2:2.

5 ტურით ადრე ორივე გუნდს 24-24 ქულა ჰქონდა და მოგებული აუტსაიდერთა ზონას თავს დააღწევდა. „ემპოლიმ“ ჩემპიონატში ზედიზედ მე-18 მატჩი ვერ მოიგო.

გოგლიჩიძე ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა და თავის გუნდში მცველებში ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო.

sofascore – 6.5, flashscore – 6.5, whoscored – 6.3.

Empoli’s defender Saba Goglichidze in action during the Italian serie A soccer match Empoli FC vs Venezia FC at Carlo Castellani Stadium in Empoli, Italy, 20 April 2025 ANSA/CLAUDIO GIOVANNINI

ემპოლი – ვენეცია 2:2
გოლები: 1:0 ფაცინი (59), 1:1 იებოა (67), 1:2 ბუზიო (85), 2:2 ანჯორინი (87)

„ემპოლი“ 25 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა, მაგრამ ლიგაში დარჩენის ზონაში მყოფ „ლეჩეს“ მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება. მომდევნო მატჩს „ემპოლი“ 24 აპრილს ჩაატარებს: თასის განმეორებითი ნახევარფინალი აქვს სტუმრად „ბოლონიასთან“. რაც შეეხება ჩემპიონატს, 27 აპრილს ევროზონაში მოხვედრის შანსის მქონე „ფიორენტინას“ ესტუმრება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ზურიკომ მიქაუტაძეს აჯობა: სკანდალურ დერბიში ჟორჟს ასისტი ჩაუთვალეს

გაიქეცი გიო, გაიქეცი: ქოჩორაშვილმა ყველაზე მეტი ირბინა, ლევანტემ მოიგო