in

ზურიკომ მიქაუტაძეს აჯობა: სკანდალურ დერბიში ჟორჟს ასისტი ჩაუთვალეს

საფრანგეთში ქართველების გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს. მატჩი დაძაბული, სკანდალური გამოვიდა და გადარჩენისთვის მებრძოლმა
ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენის“ გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლ გიორგი მიქაუტაძის „ლიონს“ აჯობა – 2:1

ორივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო. ზურიკო 89-ე წუთზე შეცვალეს, მიქაუტაძემ კი ბოლომდე ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.

37-ე წუთზე გოლის გატანის შანსი ჰქონდა დავითაშვილს, მაგრამ მეკარესთან პირისპირ გასულმა მომენტი ვერ გამოიყენა, ცუდად გადაუგდო მეკარეს ბურთი. მეორე შემთხვევაში მახვილი კუთხიდან შეიჭრა საჯარიმოში, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა.
შესვენების შემდეგ დავითაშვილმა სამი კარგი მომენტი შექმნა. ორჯერ „ლიონის“ მეკარემ საიმედოდ ითამაშა, მესამედ კი მიზანს ააცილა.

მიქაუტაძესაც ჰქონდა ერთი მომენტი, როცა მისი დარტყმული მცველის ფეხიდან ხარიხას მოხვდა და კუთხურზე გავიდა. გოლის ეპიზოდში კი ჟორჟმა სერიოზული როლი ითამაშა: ჭკვიანურად გაატარა ბურთი და ტესმანმა სხვაობა შეამცირა. სხვათა შორის, ქართველს საგოლე პასი ჩაუთვალეს. როგორც ჩანს, ბურთს შეეხო.

შეფასებები:
დავითაშვილი: Flashscore – 6.9; Sofascore – 6.8; Whoscored – 6.5.
მიქაუტაძე: Flashscore – 6.9; Sofascore – 7.0; Whoscored – 6.6.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრა 44-ე წუთზე შეწყდა. მიზეზი მსაჯის ასისტენტის მისამართით ტრიბუნებიდან ნასროლი საგანი გახდა.
საფრანგეთის პროფესიული ლიგის კრიზისების განყოფილება ოპერატიულად შეიკრიბა და მსჯელობის შემდეგ მატჩის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.

სენტ-ეტიენი – ლიონი 2:1
გოლები: 1:0 სტასენი (10), 2:0 სტასენი (67), 2:1 ტესმანი (76)

30 ტურის შემდეგ „სენტ-ეტიენი“ 27 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა და 26 აპრილს სტუმრად „სტრასბურგს“ შეხვდება. „ლიონი“ 51 ქულით მე-6 პოზიციაზეა და 26 აპრილს „რენს“ უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩას 20 წუთი მისცეს, პსჟ-მა მოიგო

ემპოლიმ გადარჩენისთვის მატჩი ვერ მოიგო, გოგლიჩიძემ სრულად ითამაშა