in

ხვიჩას 20 წუთი მისცეს, პსჟ-მა მოიგო

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ ლიგა 1-ის 29-ე ტურში შინ გადარჩენისთვის მებრძოლ „ლე ავრს“ შეხვდა და, მიუხედავად სოლიდური უპირატესობისა, მინიმალური სხვაობით მოიგო – 2:1.

ცნობილი იყო, რომ ლუის ენრიკე როტაციას მიმართავდა და ის, რომ ჩვენიანი ძირითადში არ ყოფილა, არავის გაკვირვებია. ხვიჩა მოედანზე 73-ე წუთზე შევიდა ბარკოლას ნაცვლად და დაახლოებით 20 წუთი ითამაშა. რამდენჯერმე მიიღო ბურთი, გამწვავებას შეეცადა, თუმცა ცხადია ეს ვერ იქნებოდა დასამახსოვრებელი და განსაკუთრებული მატჩი. თანაც მთლიანად გუნდი ცდილობდა დიდად არ გაერისკა და არ დაეხარჯა მთელი ენერგია.

ხვიჩა სულ 12-ჯერ შეეხო ბურთს, პასების სიზუსტე კი 100%-იანი ჰქონდა.

შეფასებები არც თუ მაღალია: Flashscore – 6.6; sofascore – 6.2; whoscored – 5.9.

პსჟ – ლე ავრი 2:1
გოლები: 1:0 დუე (8), 2:0 რამუში (50), 2:1 სუმარე (60)

უკვე ჩემპიონი და 77-ქულიანი პსჟ 22 აპრილს სტუმრად „ნანტს“ შეხვდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდას თავისიანმა გაუტანა, ვალენსიამ ქულა აიღო და ისევ არ აგებს