ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია. მისი პსჟ კი დამარცხდა 2:3 „ასტონ ვილასთან“, მაგრამ ორივე მატჩის ჯამში (5:4) მაინც გავიდა. თამაშის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა ქართველმა ფეხბურთელმა:
„არ ყოფილა იოლი მატჩი. კარგად დავიწყეთ, დავწინაურდით, მაგრამ მერე თამაში შეიცვალა. თუმცა მთავარია ნახევარფინალში გავედით. დონარუმა მარტო შესანიშნავი მეკარე კი არა, ცხოვრებაშიც შესანიშნავი ადამიანია.
ბრძოლის გაგრძელება და მუშაობა გვჭირდება. წინ კიდევ ბევრი გამოწვევაა და უკვე მომდევნო შეხვედრაზე ვარ კონცენტრირებული“.
GIPHY App Key not set. Please check settings