ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს დღეს საღამოს ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მეოთხედფინალი აქვს სათამაშო ბირმიგემში „ასტონ ვილასთან“ და ფავორიტად მიიჩნევა.
პირველი მატჩი პარიზელებმა 3: 1 მოიგეს.
თუმცა…
პსჟ ორბურთიანი უპირატესობის შემდეგ 7 შემთხვევიდან სამში გავარდა.
მაგრამ დღეს საღამოს ფრანგულ გუნდს სავარაუდოდ მეტი შანსი ექნება კონტრშეტევებზე, ხოლო სივრცეების გამოყენება კვარაცხელიამაც იცის და მისმა თანაგუნდელებმაც. გუნდს კონტრიერიშების მეტი შესაძლებლობა ექნება.
შაბათ-კვირას პსჟ-მ დაისვენა, „ასტონ ვილამ” კი უკვე გავარდნილ „საუთჰემპტონს” რთულად მოუგო. მარკო ასენსიომ ორჯერ ვერ გაიტანა პენალტი.
„ვილა“ შინ კარგია, ჯამში 17 მატჩია არ წაუგია, ხოლო ბოლო 13 ევროპული შეხვედრიდან 11-ში გაიმარჯვა.
მეორეს მხრივ პარიზელებსაც კარგი სერია აქვთ და წაგების გემო თითქმის არ იციან.
მთავარი მსაჯი 41 წლის ესპანელი ხოსე მარია სანჩეს მარტინესი იქნება, რომელმაც ბოლოს „ვალენსიასა” და “სევილიას” შეხვედრაში იმსაჯა.
ასტონ ვილასთან” ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, პსჟ-ს შემტევმა უსმან დემბელემ ისაუბრა. მისი თქმით, სათამაშო სტილის შეცვლას არ აპირებენ და ბირმინგემში გამარჯვების მოსაპოვებლად ჩავიდნენ.
ფრანგული გამოცემა „ეკიპი“ წერს, რომ პსჟ-ის მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს ერთი თავსატეხი აქვს.
კვარაცხელიასა და დემბელეს ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული აქვთ, მაგრამ დეზირე დუესა და ბრედლი ბარკოლას შორის არჩევანია გასაკეთებელი.
ჟურნალისტების მოსაზრებით, დუეს შესანიშნავი ფორმის მიუხედავად, ენრიკემ საბოლოოდ არჩევანი მაინც ბარკოლაზე შეაჩერა, რადგან ის უფრო სწრაფია, მეტოქეს შესატევი აქვს და ასეთ შემთხვევებში ცარიელი სივრცეების ათვისება ბრედლის უფრო შეეძლება. დღეს ბირმინგემში პარიზელთა შეტევა დიდი ალბათობით კვარაცხელია-დემბელე-ბარკოლას ტრიო იქნება.

ფრანგული მედიის ცნობით, ბირმინგემში პსჟ-ს მხარდასაჭერად სხვადასხვა ტრანსპორტით დაახლოებით 2 200 გულშემატკივარი, მათ შორის 900 ულტრასი გაემგზავრა.
ბუქმეკერებისთვის ფავორიტი პსჟ-ია, რომლის მოგებაზე ფსონი დაახლოებით 2.1-დან იწყება, მასპინძელთა გამარჯვებაზე კი – 3.3-დან. ფრე 3.7-4.0 კოეფიციენტის ფარგლებშია.

„ასტონ ვილა“-პსჟ-ს მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
GIPHY App Key not set. Please check settings