საბა გოგლიჩიძის „ემპოლი“ „ნაპოლის“ ესტუმრა და დამარცხდა – 0:3.
ქართველი მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა და მატჩის ბოლოს ყვითელი ბარათი მიიღო.
საბამაც და მისმა თანაგუნდელებმაც ვერ გაუძლეს მეტოქი ტემპს და შეტევებს და ცალკეულ მომენტებში ვერ ასწრებდნენ რეაგირებას პოზიციებსს კარგავდნენ.
შეფასებებიც შესაბამისად მაღალი არ არის: Flashscore – 5.9; Sofascore – 6.2; Whoscored – 5.8.
ნაპოლი – ემპოლი 3:0
გოლები: 1:0 მაკტომინეი (18), 2:0 ლუკაკუ (56), 3:0 მაკტომინეი (61)
„ემპოლი“ კი 24 ქულით მე-19 ადგილზეა, ანუ გასავარდნ ზონაში და 20 აპრილს „ვენეციას“ უმასპინძლებს.

GIPHY App Key not set. Please check settings