ლიგა 1-ის 29-ე ტურში „ლიონმა“ სტუმრად „ოსერს“ 3:1 მოუგო, გიორგი მიქაუტაძემ კი გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა. მატჩის შემდეგ მან კლუბის საიტთან კომენტარი გააკეთა:
მიქაუტაძის გოლი და პასი: გიორგიმ ლიონს მოაგებინა და ლიგის ზონაში შეიყვანა
„ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. მეოთხე ადგილზე ვართ, ჩემპიონთა ლიგაზე გასვლისთვის ვიბრძვით და ევროპა ლიგაზე ძალიან მნიშვნელოვანი დაპირისპირება გველის. ვარჯიშებზე ბევრს ვმუშაობთ, რაც თამაშზე ისახება. ამ სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩავატარეთ.
გუნდში პირველი პენალტისტი ლაკაზეტია. ერთმანეთს შევხედეთ და გავიფიქრეთ: „შენ თუ მე?“ თერთმეტმეტრიანის შესრულება მე მომანდო და შემდეგ მადლობა საგოლე გადაცემით გადავუხადე. მხარში მცირე დარტყმა მივიღე, მაგრამ სერიოზული არაფერია. ყველანი წინსვლისთვის ვიბრძვით. მოედანზე ვხალისობთ. პარტნიორისთვის საგოლე გადაცემის გაკეთება არასოდეს არ გვეზარება. ეს პოზიტიურია, ასევე უნდა გავაგრძელოთ და წინ ვიაროთ.
ადაპტაციისთვის დრო მჭირდებოდა. არ მიყვარს, როდესაც ჩემს პოზიციაზე არ ვთამაშობ, თუმცა რაც შემიძლია, ყველაფერს ვაკეთებ. ჩვენი ფილოსოფიის შესაბამისად გავაგრძელებთ ასპარეზობას“.
sportall.ge
GIPHY App Key not set. Please check settings