„ტენერიფეს“ ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩების შემდეგ კვირის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
შერმადინის 19 ქულა მეოთხედფინალში და ტენერიფეს გამარჯვება ოვერტაიმში
ტურნირის ოფიციალურ გვერდზე გულშემატკივრების ყველაზე მეტი ხმა სწორედ ჩვენიანმა მიიღო. ცხადია, გიორგი კვირის სიმბოლურ ხუთეულშიც მოხვდა.
„ტენერიფემ“ „ტორტონას“ 93:89 მოუგო, შერმადინმა კი 19 ქულა, 5 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება გააკეთა.
განმეორებითი მატჩი 23 აპრილს იტალიაში გაიმართება.

GIPHY App Key not set. Please check settings