in

ფრენბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები მაისში გაიმართება

საქართველოს ფრენბურთის ეროვნულ ფედერაციაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩაინიშნა.

ა(ა)იპ საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის 2025 წლის 8 აპრილის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ფედერაციის პრეზიდენტის საარჩევნო საერთო კრება/ყრილობა, ჩატარდება 21 მაისს 12 საათზე, ქ. თბილისში, დ. გურამიშვილის გამზ. 76 ნომერში (ევროპისუ უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზი).

ყრილობის დღის წესრიგი:

  1. ა(ა)იპ საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის/გამგეობის თავმჯდომარის გაწეული საქმიანობის ანგარიშის მოსმენა;
  2. პრეზიდენტობის კანდიდატის სიტყვით გამოსვლა, სამოქმედო გეგმის წარმოდგენა;
  3. ა(ა)იპ საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის არჩევა;
  4. ა(ა)იპ საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის შემადგენლობის ფორმირება და არჩევა;
  5. ა(ა)იპ საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტების და ფედერაციის გენერალური მდივნის არჩევა;

ფედერაციის პრეზიდენტობის მსურველმა კანდიდატებმა, წესდებით განსაზღვრული ნორმების შესაბამისად, საჭირო დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ 2025 წლის 21 აპრილამდე ფედერაციის ელ. ფოსტაზე: info@volley.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

უეფამ საქართველო დასაჯა: ერთი მატჩი უმაყურებლოდ, ოღონდ არა თურქეთთან

ხვიჩას სუპერგოლი: კვარამ პსჟ-ს მოაგებინა და საუკეთესო ფეხბურთელია