ფეხბურთში ყოველწლიურად ჩნდებიან ახალი სასწაულები, რომლებიც 17 წლის ასაკში ზრდასრულთა დონეზე თამაშობენ და მთელი მსოფლიოს ყურადღებას იპყრობენ. მაგრამ, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ყველა ვერ უძლებს ზეწოლას. მოდი შევადაროთ ისინი, ვინც წარმატებას მიაღწიეს მათი სატრანსფერო ღირებულების პრიზმაში.
როგორ შეაფასა Transfermarkt-მა ამჟამინდელი ვარსკვლავები, როდესაც ისინი 17 წლის იყვნენ.
კილიან მბაპემ უკვე იბრწყინა ლიგა 1-ში და ჩემპიონთა ლიგაზე. ამ ასაკში ერლინგ ჰოლანდიმ ნორვეგიის ჩემპიონატში პოკერი შეასრულა და მაშინაც ცხადი გახდა: წინ გოლების მანქანა გველოდა. საინტერესოა, რომ 17 წლის ჰოლანდს მბაპეზე ოდნავ მაღალი შეფასება ჰქონდა.

ედენ აზარმა იმ დროისთვის ახალგაზრდული ევროს ნახევარფინალამდე მიაღწია და ბელგიის ნაკრებში პირველი გამოძახება დაიმსახურა, მაგრამ ის „ლილში“თამაშობდა და ფართო საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი არ ყოფილა.
ანსუ ფატი „ბარსელონას“ ერთ-ერთი ყველაზე ნათელი პერსპექტივა იყო. ბევრი მას ახალ გენიოსად თვლიდა. Transfermarkt-მა მაშინ ის 40 მილიონ ევროდ შეაფასა. მაგრამ მისი კარიერა მოსალოდნელი სცენარით არ წარიმართა – ტრავმები, წარუმატებელი გადასვლა პრემიერლიგაში და ჯერჯერობით სერიოზული არაფერია.
მაგრამ ლამინ იამალი სულ სხვა ამბავია. 17 წლის ასაკში ის უკვე „ბარსას“ და ესპანეთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია. Transfermarkt მას 180 მილიონ ევროდ აფასებს, ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული არასრულწლოვანი ფეხბურთელია. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე უკვე 14 გოლი და 17 საგოლე პასია.
GIPHY App Key not set. Please check settings