in

პარიზის პრინცს შეუძლია ბევრი ტიტული მოიგოს, მაგრამ ნეაპოლის სკუდეტო სულ სხვა იყო

ნეაპოლური მედია ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს რიგებში საფრანგეთის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას გამოეხმაურა.

Areanapoli: „კვარამ“ საფრანგეთში სკუდეტო მოიგო და მიხვდა, არავითარი შედარება არ არის იმ წარმატებასთან, რასაც იტალიაში ორი წლის წინ სპალეტის გუნდში მიაღწია. „პარი სენ ჟერმენმა“ კატარული ინვესტიციების წყალობით ექვსი ტურით ადრე გაინაღდა პირველობა. ხვიჩა პარიზულმა კლუბმა 70 მილიონ ევროდ შეიძინა, ამის მიღწევას რამდენიმე თვე ცდილობდა და ნეაპოლელი გულშემატკივრები გაწბილებული დატოვა. კონტე მის შენარჩუნებას ამაოდ ცდილობდა“.

Spazionapoli: „ახალ პარიზელ პრინცს შეუძლია მომავალშიც გადამწყვეტი როლი ითამაშოს პსჟ-ში და ბევრი ტიტული მოიგოს. უკვე საკუთარ თავს სჯობნის და იმაზე უკეთესია, ვიდრე აქ მოპოვებული შთამბეჭდავი სკუდეტოს პერიოდში. „ნაპოლიში“ მძიმე მემკვიდრეობა დატოვა, მისი შეცვლა ნოა ოკაფორს დაევალა და ცხადია, მანას და კონტეს ზაფხულში ქართველის ალტერნატივის მოძებნა მოუწევთ, რაც ადვილი არ იქნება, რამეთუ ის სერია A-ში ერთ-ერთი საუკეთესო იყო“.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდაშვილი გმირია: გამოხმაურებები ქართველ მეკარეზე

მბაპე, ჰოლანდი, ნეიმარი და სხვები – რა ღირდნენ სუპერვარსკვლავები 17 წლის ასაკში? იამალი – უკვე 180 მილიონი ევრო