in

მამარდაშვილი გმირია: გამოხმაურებები ქართველ მეკარეზე

მადრიდის „რეალთან“ „სანტიაგო ბერნაბეუს“ სტადიონზე „ვალენსიის“ გამარჯვების (2:1) შემდეგ ესპანურმა და ინგლისურმა მედიამ გიორგი მამარდაშვილი გამოარჩია.

მაგალითად, Liverpool.com-მა საქართველოს ნაკრების მეკარის თამაშს „მადრიდში ჩატარებული მასტერკლასი“ უწოდა. გიორგი მამარდაშვილმა დიდი მოწონება დაიმსახურა, რადგან მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა „ბერნაბეუზე“ მადრიდის „რეალთან“ გამარჯვებაში. ქართველმა მეკარემ გუნდი რვაჯერ გადაარჩინა, მათ შორის ვინისიუს ჟუნიორის პენალტიც მოიგერია.

მამარდაშვილის სასწაული სანტიაგო ბერნაბეუზე: გიორგი MVP-ია, ვალენსიამ რეალი დაამარცხა

მამარდაშვილი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, ხოლო „ვალენსიის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლოს კორბერანმა ის შეაქო:

„ეს იყო თამაში, რომელმაც დიდი ძალისხმევა და გამძლეობა მოითხოვა. როდესაც მადრიდის „რეალი“ გვჯობდა, გიორგიმ გადაგვარჩინა – ის მთავარი ფიგურა იყო“.

„ვალენსიის“ მწვრთნელი ერთადერთი არ ყოფილა, ვინც მატჩის შემდეგ მამარდაშვილი შეაქო. Diario AS-ის ჟურნალისტმა, ლუის ნეტომ დაწერა:

„ის გმირი და შესანიშნავი მეკარეა. მამარდაშვილმა მადრიდელთა ნახევარმცველს, ფედერიკო ვალვერდეს ახლო მანძილიდან ისეთი ბურთი აუღო, რომ ეს მომენტი ჩემთვის „კვირის გადამრჩენელი“ იყო“.

ჯონ მენზიესი, Football Espana:
„მადრიდის „რეალი“ დომინირებდა, მაგრამ ყოველ ჯერზე მას აჩერებდა „ვალენსიის“ დაცვა და მამარდაშვილი, რომელიც შესანიშნავად გამოიყურებოდა. განსაკუთრებით გამორჩეული იყო ფედერიკო ვალვერდეს დარტყმის მოგერიება“.

Mundo Deportivo:
„ვალენსია“ ფანტასტიკური მოგერიებებით მამარდაშვილმა იხსნა“.

Relevo:
„არა ერთხელ ან ორჯერ, ქართველმა მეკარემ „ვალენსია“ რვაჯერ გადაარჩინა. მან განსაკუთრებით გააღიზიანა კილიან მბაპე, რომელიც, სამი კარგი მომენტის მიუხედავად, შინ გოლის გარეშე დაბრუნდა. ეს იყო მისი ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი „ვალენსიის“ რიგებში, საუკეთესო თუ არა“.

ინგლისური გამოცემა Empire of the Kop-ი კი წერს:
„გიორგი მამარდაშვილი გმირია, რადგან მადრიდის „რეალს“ გამარჯვება წაართვა. როდესაც „ვალენსია“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაემართა, ცოტა თუ ფიქრობდა, რომ „რეალთან“ წარმატების შანსი ჰქონდა. მით უფრო ნაკლებად სავარაუდო ჩანდა მე-13 წუთზე, როდესაც ვინისიუს ჟუნიორი პენალტის დასარტყმელად მივიდა. მაგრამ მამარდაშვილმა, რომელიც ზაფხულიდან „ლივერპულში“ ითამაშებს, ბრაზილიელის პენალტი აუღო და გუნდის გმირი გახდა. რვა მოგერიებითა და 8.5 შეფასებით 24 წლის ფეხბურთელი მოედანზე საუკეთესო გახლდათ.

ეს არ იყო საუკეთესო სეზონი თბილისელი მეკარისთვის. სანდერ ვესტერველდმა ისიც კი აღნიშნა, რომ მისი თამაშის დონე მას შემდეგ დაეცა, რაც „ლივერპულში“ გადასვლას დათანხმდა. თუმცა იმედი ვიქონიოთ, რომ ეს მატჩი უკეთესი მომავლის ნიშანი იყო.

„ლივერპულში“ გადასვლა დიდი ზეწოლა იქნება, თუმცა ალისონ ბეკერის ყოფნა იმას ნიშნავს, რომ ესპანეთში გატარებული ოთხი წლის შემდეგ მამარდაშვილს ახალ კლუბთან ადაპტაციისთვის დრო ზეწოლის გარეშე ექნება“.

1tv.ge

What do you think?

-1 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სანდროს 12 წუთი და უქულობა

პარიზის პრინცს შეუძლია ბევრი ტიტული მოიგოს, მაგრამ ნეაპოლის სკუდეტო სულ სხვა იყო