NBA-ის მორიგ ტურში სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო“ სტუმრად „პორტლენდთან“ დამარცხდა – 109:120.
მამუკელაშვილმა 12 წუთი ითამაშა. ამ დროში სამწუხაროდ ქულა ვერ აიღო და გუნდს მხოლოდ 2 მოხსნა შესძინა.
რეგულარული სეზონის დასრულებამდე ოთხი ტური დარჩა, „სან ანტონიოს“ პლეი-ოფში გასვლის შანსი აღარ აქვს.
„სპურსი” მორიგ შეხვედრას 9 აპრილს, “ლოს ანჯელეს კლიპერსის” წინააღმდეგ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings