საბა გოგლიჩიძის „ემპოლიმ“ „კალიარის“ უმასპინძლა და გუნდები ისე დაშორდნენ, როგორც დაიწყეს – 0:0.
ქართველი მცველი ძირითადში იყო და ბოლომდე ითამაშა. საბა ძალიან საიმედოდ თამაშობდა და ანალიტიკური საიტებისგან ორივე გუნდიდან ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა: whoscored – 7.5, sofascore – 7.5, flashscore – 7.5.
გოგლიჩიძემ მოიგო 7 ორთაბრძოლა, გააკეთა 18 ზუსტი გადაცემა და 4 ვარდნა.
31 ტურის შემდეგ „ემპოლი“ 24 ქულით მე-18 ადგილზეა და 14 აპრილს „ნაპოლის“ ესტუმრება.

GIPHY App Key not set. Please check settings