in

ზურიკომ პენალტი მოიპოვა, მაგრამ ვერ გაიტანეს: სენტ ეტიენმა წააგო

ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენი“ სტუმრად „ლანსს“ შეხვდა და წააგო – 0:1.

ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს.

პირველი ნახევრის სულ ბოლოს, 45+5-ე წუთზე დავითაშვილმა პენალტი მოიპოვა, მაგრამ მის თანაგუნდელს მეკარემ აუღო.
მანამდე ზურიკოს ორი მომენტი ჰქონდა.

შეფასებები: sofascore – 6.7, whoscored – 6.3, flashscore – 6.2.

ლანსი – სენტ ეტიენი 1:0
გოლი: კოიალიპუ (75)
გამოუყენებელი პენალტი: კარდონა (45+4, სენტ-ეტიენი)

28 ტურის შემდეგ „სენტ ეტიენი“ 23 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა და ლიგიდან გავარდნის რეალური საფრთხის წინაშე დგას. 14 აპრილს „ბრესტს“ უმასპინძლებს.

აღსანიშნავია, რომ „სენტ ეტიენს“ “მონპელიესთან” ჩაშლილი მატჩის გამო 3 ქულა დაემატა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდა პენალტამდე ვინისიუსს დაენიძლავა: რა მოხდა…

გოგლიჩიძის მაგარი თამაში და ემპოლის ნულოვანი ფრე