„მანჩესტერის“ თავდამსხმელის კრიშტიანო რონალდოს უგოლო სერია ზედიზედ 6 მატჩს შეადგენს ყველა ტურნირზე.
პორტუგალიელს 2022 წელს ჯერაც არ გაუტანია.
პრემიერლიგის 25-ე ტურში, „საუთჰემპტონთან“ შეხვედრაშიც (1:1) რონალდომ თავი ვერ გამოჩინა და 13 წლის განმავლობაში ყველაზე ხანგრძლივი უგოლო სერია დააფიქსირა.
ბოლოს რონალდო ზედიზედ 6-ჯერ ვერ გაიტანა 2008/09 წლების სეზონში (Opta). მაშინაც მშრალი სერია ზამთარზე მოვიდა და დეკემბრიდან იანვრამდე 7 თამაში შეადგინა (მაშინაც „იუნაიტედში“).
მატჩისას ერთი უსიამოვნო ეპიზოდიც მოხდა. განერვიულებულმა პორტუგალიელმა გადააფურთხა, რა დროსაც მას 19 წლის თანაგუნდელმა ენტონი ელანგამ ჩაურბინა. კრიშტიანომ მას ზურგში შეაფურთხა – შვედმა ვერც შეამჩნია.
ამასობაში „მანჩესტერის“ ხელმძღვანელობამ თვდამსხმელების შორტ-ლისტი შეადგინა. გუნდი განიხილავს „რეალ სოსიედადის“ შვედი ფორვარდის ალეკსანდრ ისაკის შეძენას.
სიაშია ერლინ ჰაალანდიც, განიხილავენ ლაუტარო მარტინესის და პატრიკ შიკის ვარიანტებსაც.
GIPHY App Key not set. Please check settings