in

ჩელსი მსოფლიო ჩემპიონია: ეს გამარჯვება რომანისაა – უკვე ყველა მწვერვალი დაპყრობილია

ლონდონის „ჩელსიმ“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ბრაზილიური „პალმეირასი“ დაამარცხა – 2:1.

ანგარიში მეორე ტაიმში, 54-ე წუთზე გაიხსნა. ლუკაკუმ მარცხნიდან ჰადსონ-ოდოის მაგარი ჩაწოდება თავით დააგვირგვინა. თუმცა 10 წუთში, 64-ზე რაფაელ ვეიგამ პენალტით გაათანაბრა. ბურთი ევროპელებს ეჭირათ, მაგრამ გამწვავებამდე საქმე არ მისულა, სამაგიეროდ მივიდა დამატებით დრომდე.

პირველ ექსტრა-ტაიმში არაფერი მომხდარა. ბევრი არაფერი შეცვლილა არც მეორე დამატებით ტაიმში, მაგრამ ერთ ეპიზოდში ბრაზილიელმა მცველმა ბურთი ხელით ითამაშა და „ჩელსიმ“ პენალტი მოიპოვა – კაი ჰავერცმა ზუსტად დაარტყა და გუნდს ტროფეი მოუტანა.

„ჩელსის“ გერმანელმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა ეს გამარჯვება კლუბის მფლობელ რომან აბრამოვიჩს მიუძღვნა.
„ჩვენ ერთმანეთს მივულოცეთ და ვუთხარი, რომ ეს თასი მისთვისაა. ეს მისი კლუბია და სწორედ მისმა ღვაწლმა და ფეხბურთის სიყვარულმა გახადა შესაძლებელი ეს გამარჯვება. ბედნიერები ვართ, რომ ამის ნაწილი ვართ“, – განაცხადა ტუხელმა.

აბრამოვიჩი აბუ დაბის სტადიონის ტრიბუნებზე იყო და ისე უყურებდა მატჩს. თამაშის მერე მოედანზე ჩავიდა და წარმატების აღნიშვნას შეუერთდა.

„ჩელსის“ აქტივში უკვე ყველა საერთაშორისო ტურნირზე გამარჯვებაა.

“ჩელსიმ” აბრამოვიჩის ხელში 21-ე ტროფეი მოიგო.

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი “ცელსის” 37 წლის ბრაზილიელი მცველი ტიაგო სილვა გახდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩაკვეტაძის 24 წუთი და მნიშვნელოვანი გამარჯვება

რონალდოს ყველაზე ცუდი უგოლო სერია ბოლო 13 წელიწადში: კრიშტიანომ გუნდელს შეაფურთხა, მანჩესტერმა ახალი თავდამსხმელი მონიშნა