in

საქართველოს ნაკრების კალენდარი ევრობასკეტზე: ესპანეთით ვიწყებთ, ბოლო ალბათ გადამწყვეტი იქნება

ლატვიის დედაქალაქ რიგაში ევრობასკეტ 2025-ის წილისყრა გაიმართა, რომელმაც ტურნირის მონაწილე 24 გუნდი ჯგუფებში გადაანაწილა. საქართველოს ნაკრები კვიპროსში მოხვდა, რომელშიც მასპინძელთან ერთად ესპანეთი, საბერძნეთი, იტალია და ბოსნია-ჰერცეგოვინა არიან.

საქართველოს მეტოქეები ევრობასკეტზე გაირკვა: მივდივართ ლიმასოლში – ესპანეთი ჩვენი ბედია

ცნობილი გახდა ჩვენი ჯგუფის კალენდარიც:

28 აგვისტო
საქართველო – ესპანეთი

30 აგვისტო
იტალია – საქართველო

31 აგვისტო
საქართველო – საბერძნეთი

2 სექტემბერი
კვიპროსი – საქართველო

4 სექტემბერი
ბოსნია-ჰერცეგოვინა – საქართველო

ევროპის ჩემპიონატი 27 აგვისტოს დაიწყება და მისი 4 ჯგუფი სათითაოდ 4 ქვეყანაში გაიმართება. თითოეული ჯგუფიდან 4-4 საუკეთესო გავა, რომლებიც თავს ლატვიაში მოიყრიან და კონტინენტის საუკეთესო ნაკრების გამოსავლენად ბრძოლას მერვედფინალიდან დაიწყებენ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველოს მეტოქეები ევრობასკეტზე გაირკვა: მივდივართ ლიმასოლში – ესპანეთი ჩვენი ბედია

ევროპის ყველა დროის საუკეთესო ნაკრებები: რომელი აჯობებს