in

დღეს საქართველო ევროპა გახდა: ზუსტად ერთი წლის წინ საქართველო ევროპაზე გავიდა – ფოტო

26 მარტი ოქროს ასოებით შევა ქართული ფეხბურთის, სპორტის და ზოგადად ქართველი კაცის ისტორიაში. საქართველომ სანუკვარი მიზანი აისრულა და საფეხბურთო ნაკრები დიდ ფორუმზე გავიდა – ევროპის ჩემპიონატზე.

26 მარტის თბილისურ საღამოს საქართველომ გადამწყვეტ მატჩში საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ქვეყანა დიდ ზეიმს მიეცა.

მერე გამოჩნდა, რომ ეს დასაწყისი ყოფილა. ჩვენმა გუნდმა ყველა სასიამოვნოდ გააოცა უკვე გერმანიის სტადიონებზე და მის მიღმაც. ცალკე გუნდმა ითამაშა მშვენიერი ფეხბურთი, ჯგუფიდან გავიდა და პლეი-ოფში მომავალ ჩემპიონთან წააგო, ხოლო ტრიბუნებზე და ქალაქის ქუჩებში კი ქართველმა ქომაგმა ყველას დაამახსოვრა და შეაყვარა თავი.

ეს მართლაც ჩვენი დღეები იყო.

კიდევ ბევრი 26 მარტი და ბევრი გამარჯვება საქართველოს!

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვისთან მოხვდება საქართველო: ხვალ წილისყრაა

რამდენია ხვიჩას ხელფასი პსჟ-ში