ესპანეთის ძველ დედაქალაქში და მადრიდთან ახლოს მდებარე ულამაზეს ისტორიულ ქალაქ ტოლედოში ილია თოფურიას სახელობის ქუჩა გაიხსნა.
ღონისძიება სხვადასხვა აქტივობას მოიცავდა და ტოლედოს ევროპის სპორტის ქალაქად აღიარების პროგრამის ფარგლებში შედგა.
„ჩემთვის დიდი პატივია ტოლედო ასე რომ მაფასებს. აქაურობასთან ბევრი ემოცია მაკავშირებს და ძალიან ბედნიერი ვარ“, – განაცხადა ილია თოფურიამ.
შეგახსენებთ, 28 წლის ესპანელ-ქართველმა მებრძოლმა UFC-ის საჩემპიონო ქამარი 2024 წლის თებერვალში მოიპოვა, ხოლო ოქტომბერში წარმატებით დაიცვა.
აღსანიშნავია, რომ თოფურიამ მეტსახელი შეიცვალა „მატადორის“ (El Matador) ნაცვლად ამიერიდან „ლეგენდა“ (La Leyenda) ერქმევა.
















GIPHY App Key not set. Please check settings