in

გოგა 22 წუთი ათამაშეს, სანდრომ 11 ქულა ჩააგდო

NBA-ის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა” სტუმრად “შარლოტ ჰორნეტსი” დაამარცხა – 111:104.

ქართველა ცენტრმა ამჯერად საკმაოდ ითამაშა, 22 წუთი. მის ანგარიშზეა 2 ქულა, 9 მოხსნა და 2 შედეგიანი პასი.

„ორლანდო” 35 მოგებითა და 38 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზეა და მორიგ შეხვედრას 28 მარტს „დალას მავერიქსის” წინააღმდეგ გამართავს.

სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსმა“ კი სტუმრად „დეტროიტ პისტონსთან“ წააგო – 96:122.

ჩვენიანმა 17 წუთი ითამაშა და 11 ქულა (4/3 სამქულიანი, 2/1 ორიანი), 2 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ახალგაზრდულმა მეორე ამხანაგურიც მოიგო

თურქული კლუბი ქოჩორაშვილის შეძენას შეეცდება