ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრებს დღეს კავკასიური დერბის პირველი თამში აქვს ერევანში სომხეთთამ. მატჩის წინა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე სომხების ახალ ნიდერლანდელ მწვრთნელ ჯონ ვან’ტ სხიპთან ერთად გუნდის კაპიტანიც მივიდა.
ჯონ ვან ტ’სხიპი:
„საქართველოს ნაკრებს ჯერ კიდევ საბერძნეთის ნაკრებში მუშაობის დროიდან ვიცნობ. მათ დიდ პროგრესს მიაღწიეს, ევრო 2024-ზე მიიღეს მონაწილეობა. საკმაოდ რთული მოწინააღმდეგეა. პატარა ქვეყნის მიერ წარმატების მიღწევის მაგალითია. ეს გზა ჩვენც უნდა გავიაროთ.
საქართველოს ნაკრებს შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს. ისინი სწორ ფეხბურთს თამაშობენ და ზუსტად იციან, მოედანზე რა უნდა გააკეთონ. ჩვენთვის მათ წინააღმდეგ გამოსვლა დიდი გამოწვევაა.
„აიაქსში” მიქაუტაძეს დიდ სათამაშო დროს ვერ ვაძლევდი და სხვადასხვა პოზიციაზე ვათამაშებდი, რადგან თავდასხმაში ბრობი და ჩუბა აკპომი გვყავდა. საფრანგეთში დაბრუნება უნდოდა, კარგი შეთავაზება მიიღო და ორივე მხარე კმაყოფილი დარჩა. ის შესანიშნავი ფეხბურთელია, „ლიონში“ კარგად თამაშობს და წარმატებებს ვუსურვებ.
მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო გვქონდა, თუმცა ფეხბურთელების მხრიდან მონდომება და პოზიტივი დავინახე. გაკვირვებული ვარ, სომხეთის ნაკრებში ისეთი პროფესიონალები მუშაობენ. ადგილობრივი ჩემპიონატის ბევრი მატჩი ვნახეთ, ზოგი მოგვეწონა. ვინც ღირსია, ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა.
აქ ცოტა ხნის წინ მოვედი, ფეხბურთელების გასაცნობად დიდი დრო არ მქონია, თუმცა გარკვეული პროგრესი გვაქვს, მოთამაშეებსაც ჩემი ესმით და მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებ.
ვეცდებით კარგად ვითამაშოთ. სამწუხაროდ, სპერციანი და სელარიანი ვერ დაგვეხმარებიან. თუმცა, ეს სხვა ფეხბურთელებისთვის თავის წარმოსაჩენად კარგი შესაძლებლობაა. მინდა ჩვენმა ფეხბურთელებმა კარგ ლიგებში იასპარეზონ.
საკუთარ მომზადებაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული. მთავარი ამოცანა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის მომზადებაა“.
ვარაზდატ ჰაროიანი:
„საქართველოს ნაკრებში ბევრ ფეხბურთელს ვიცნობ. არ მქონდა შანსი, რომ მათთვის მიმელოცა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა და ახლა ვისარგებლებ ამ შემთხვევით. კარგ თამაშს ველოდებით. ძლიერი მეტოქე გვყავს, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დადებითი შედეგი დავაფიქსიროთ.
ჩვენი მწვრთნელი გავიცანით, კარგი ადამიანი და კარგი სპეციალისტია. თუ მწვრთნელის რჩევებს სწორად გამოვიყენებთ, წარმატების მიღწევას შევძლებთ“.

ერთა ლიგაზე სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 20 მარტს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
GIPHY App Key not set. Please check settings