საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში შეიკრიბა და სომხეთთან ერთა ლიგის პლეი ოფის მატჩებისთვის მზადება დაიწყო.
გუნდმა „მიხეილ მესხი 2“-ზე 15 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. საკლუბო მატჩებიდან გამომდინარე, შეკრების პირველ დღეს საწვრთნელ პროცესში ვერ მონაწილეობდნენ ბუდუ ზივზივაძე, გიორგი მიქაუტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, ნიკა კვეკვესკირი, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, შოთა ნონიკაშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი და გიორგი წიტაიშვილი. „ჯვაროსნები“ სრული შემადგენლობით თბილისში 18 მარტს შეიკრიბებიან.
B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებელ ორმატჩიან პლეი ოფში საქართველოს ნაკრები სომხეთის ნაკრებს 20 მარტს – ერევანში, ხოლო 23 მარტს თბილისში დაუპირისპირდება, წყვილში გამარჯვებული ერთა ლიგის 2026/2027 წლების სეზონს B ლიგაში ითამაშებს.
ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათების გამო ერევანში გასამართ შეხვედრას გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია გამოტოვებენ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), გიორგი ლორია („ომონია“ არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი („პანსერაიკოსი“, საბერძნეთი);
მცველები: გურამ კაშია („სლოვანი“, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, პოლონეთი), ლაშა დვალი (აპოელ, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი („სალერნიტანა“, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი („კოპენჰაგენი“, დანია), საბა გოგლიჩიძე („ემპოლი“, იტალია), ირაკლი აზაროვი („შახტარი“, უკრაინა), ლუკა ლაცაბიძე („ჩერნომორეცი“, უკრაინა);
ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი („ლევანტე“, ესპანეთი), ნიკა კვეკვესკირი („ნირეჰაზა“, უნგრეთი) ანზორ მექვაბიშვილი („კრაიოვა“, რუმინეთი), ლევან შენგელია („ოფი კრეტა“, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი („გრანადა“, ესპანეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი“, ინგლისი), შოთა ნონიკაშვილი („ჩერკასი“, უკრაინა), გიორგი ზარია („ქაირათი“, ყაზახეთი), ზურიკო დავითაშვილი („სენტ-ეტიენი“, საფრანგეთი);
თავდამსხმელები: გიორგი გულიაშვილი („სარაევო“, ბოსნია და ჰერცეგოვინა), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („ჰაიდენჰაიმი“, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე („ლიონი“, საფრანგეთი).
19 მარტის განრიგი:
17:30 – საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია;
18:00 – საქართველოს ნაკრების ვარჯიში ერევანში, ვაზგენ სარგსიანის სახელობის სტადიონზე;
19:00 – სომხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია;
19:30 – სომხეთის ნაკრების ვარჯიში.
GIPHY App Key not set. Please check settings