ბუდუ ზივზივაძე ზედიზედ მეორედ მოხვდა ბუნდესლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში. ასეთია ორი ავტორიტეტული ანალიტიკური ინტერნეტპორტალის შეფასება.
„ჰაიდენჰაიმის“ ქართველმა თავდამსხმელმა 26-ე ტურში უშუალო კონკურენტ „კილს“ ლამაზად გაუტანა, საგოლე საგოლე პასიც მიაყოლა და მოგებაში (3:1) გადამწყვეტი როლი ითამაშა.
Sofascore-მა და Whoscored-მა ჩვენიანს 9.0 ქულა დაუწერეს და საუკეთესო მოთამაშედაც აღიარეს.

GIPHY App Key not set. Please check settings