in

კვერნაძის შედევრი: გიორგიმ ბრწყინვალე გოლი გაიტანა

გიორგი კვერნაძემ დიდებული, ულამაზესი გოლი გაიტანა.
სერია B-ს 30-ე ტურში მისმა „ფროზინონემ“ შინ „ბრეშა“ დაამარცხა – 2:1.

ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო, 67 წუთი ითამაშა, მე-16 წუთზე კი ანგარიში ბრწყინვალე გოლით გახსნა. მარცხენა ფლანგზე მიიღო ბურთი, მეტოქე ჩამოიშორა და შორი კუთხიდან მოპირდაპირე შორეული კუთხის ცხრიანში ჩასვა. კვარას დონის გოლი იყო.
მიმდინარე სეზონში ეს კვერნაძის მე-3 გოლია (25 მატჩი).

შეფასებებიც კარგია: Flashscore – 7.5; Sofascore – 7.2.

ფროზინონე – ბრეშა 2:1
გოლები: 1:0 კვერნაძე (16), 1:1 მონჩინი (42), 2:1 გაჯემისი
(61)

„ფროზინონემ“ ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა, ბოლო 6 თამაშია არ წაუგია, 33 ქულით მე-12 ადგილზეა და 29 მარტს „სამპდორიას“ ესტუმრება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

უოტფორდს კაცი გაუგდეს და წააგო: ჩაკვე ბოლოსკენ შეცვალეს

ქართული გოლები ევროპაში: დუეტი ბოსნიაში, გოლი ექსგუნდთან – ლეგიონერები