ხვიჩა კვარაცხელიამ ვარსკვლავურ პსჟ-ში მოკლე პერიოდშ უკვე მოახერხა თავისი სიტყვის თქმა. რაც დრო გადის ქართველი ფეხბურთელი სულ უკეთ თამაშობს და აღიარებაც მოიპოვა.
ხვიჩა საფრანგეთში დააფასეს და მისი გოლი თვის საუკეთესო გოლად დაასახელეს. საუბარია თებერვალში „მონაკოსთან“ გატანილ ბურთზე (4:1).
21-ე ტურის შეხვედრაში ხვიჩამ ბარკოლას პასი საჯარიმოში მიიღო, ცრუ მოძრაობით მცველი ადგილზე მოსვა და მარცხენათი ნახევრად წაქცეულმა შეაგდო.
აღვნიშნოთ, რომ ეს ხვიჩას სადებიუტო გოლი იყო პსჟ-ში.
ასეთია ლიგა 1-ის ოფიციალური საიტის ვერსია.
GIPHY App Key not set. Please check settings