NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა და წაგების მიუხედავად კარგი შეხვედრა გამოუვიდა სანდრო მამუკელაშვილს.
სანდროს „სან ანტონიომ “ შინ „შარლოტ ჰორნეტსი“ მიიღო და დამარცხდა – 134:145.
ჩვენიანმა ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი ჩაატარა. ითამაშა 17 წუთი და 13 ქულა მოაგროვა – 7/3 სამქულიანი, 5/2 ორქულიანი, პლუს 3 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 2 დაფარება, 1 პასი.
„სან ანტონიო“ მომდევნო მატჩს 16 მარტს „ნიუ ორლეანსს“ უმასპინძლებს.
GIPHY App Key not set. Please check settings