in

საქართველო C ლიგის დონის არ არის: რა სიახლეს შემოგვთავაზებს ვილი სანიოლი სომხეთთან

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ერთა ლიგაზე სომხეთთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

„შემოდგომაზე ჩვენმა ფეხბურთელებმა ბევრი თამაში ჩაატარეს და ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად გადაღლა ეტყობოდათ. ახლა, იმედია, ბევრად უფრო დასვენებული იქნებიან.

სამწუხაროდ, პირველ მატჩს გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია გამოტოვებენ, მაგრამ ორივე მათგანი შეკრებაზე იქნება. სხვა ფეხბურთელებს მივცემთ შანსს, მათ შორის, საბა გოგლიჩიძეს, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია.

სომხეთთან კავკასიური დერბია და რთული თამაშები გველის. მაგრამ ჩვენ C ლიგის დონის გუნდი არ ვართ და აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ ადგილი B დივიზიონში.

კაშიას არყოფნაში ერევანში კაპიტნის სამკლავურით გუნდს ოთარ კიტეიშვილი გაიყვანს, ხოლო თბილისში კაპიტანი გურამი იქნება.
შესაძლოა, შემდეგში კაპიტანი სწორედ კიტეიშვილი გახდეს.

მამარდაშვილს რთული პერიოდი აქვთ, მაგრამ ვიცით გიორგის შესაძლებლობები და გვჯერა, რომ ჩვეულ ფორმას მალე აღიდგენს.

კვარაცხელიას შეცვლა რთულია. ის გამორჩეული მოთამაშეა, მაგრამ კიდევ ბევრი საინტერესო ფეხბურთელის გვყავს და შეუძლიათ, მის არყოფნაში ინიციატივა საკუთარ თავზე აიღონ, მაგალითად, ჩაკვეტაძემ.

სომხეთის ნაკრები ვან’ტ სხიპმა ახლახან ჩაიბარა და დეტალურად რაიმეს თქმა რთულია. მის დროს საბერძნეთის ნაკრები და “აიაქსი” 4 მცველით თამაშობდა. მაგრამ არ ვიცით, ასე ათამაშებს თუ არა სომხეთის ნაკრებს. ამიტომ აჯობებს, აქცენტი საკუთარ თამაშზე გავამახვილოთ.

ტაქტიკურ ცვლილებას რაც შეეხება, ალბანეთთან ეს გავაკეთეთ და კარგადაც ვითამაშეთ. ჩვენთვის მთავარია, რომ ტაქტიკა გუნდის შესაძლებლობებს მოვარგოთ.

ჩვენ გულშემატკივრის გარეშე წარმატებას ვერ მივაღწევდით. ამიტომ, ქართველი ქომაგების თანადგომას ძალიან ვაფასებთ და იმედია, მომდევნო მატჩებშიც ასე იქნება“.

სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების ორმატჩიანი დაპირისპირების გამარჯვებული ერთა ლიგის B დივიზიონში ითამაშებს. 20 მარტს შეხვედრა ერევანშია, ხოლო 23-ში – თბილისში.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გოგას მხოლოდ 5 წუთი მისცეს, ორლანდომ მოიგო