სომხეთის ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ნიდერლანდელმა ჯონ ვან’ტ სხიპმა საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.
ჩვენს მეტოქეს საკმაო დანაკლისი აქვს: ედუარდ სპერციანი, ჰოვჰანეს არუთინიანი, ნორბერტო ბალეკიანი, ანდრე კალიშირი, ლუკას სელარიანი და ხორენ ბაირამიანი ვერ ითამაშებენ.
სომხეთის ნაკრები:
მეკარეები: ოგნიენ ჩანჩარევიჩი („ნოა“), არსენ ბეგლარიანი („ვანი“), ნეჰრი ავაღიანი („არარატ-არმენია“).
მცველები: ვარაზდათ აროიანი („პიუნიკი“), ჰოვჰანეს ჰამბარცუმიანი („ნოა“), სერგეი მურადიანი („ნოა“), კამო ჰოვჰანისიანი („არარატ-არმენია“), ნაირ ტიკნიზიანი („ლოკომოტივი“ მოსკოვი), სტიოპა მკრტჩიანი („ოსიეკი“), გეორგი არუთინიანი („პუშკაშ აკადემია“), ედგარ გრიგორიანი („არარატ-არმენია“).
ნახევარმცველები: ვაჰან ბიჩახჩიანი („ლეგია“), არტურ სერობიანი („შერიფი“), უგოჩუკვუ ივუ („რუბინი“), ნარეკ გრიგორიანი („ფარული“), არტაკ დაშიანი („ნოა“), სოლომონ უდო („პიუნიკი“), გორ მანველიანი („ნოა“).
თავდამსხმელები: არტურ მირანიანი („კლუჟი“), ედგარ სევიკიანი („ლოკომოტივი“ მოსკოვი), ჰრანტ-ლეონ რანოსი („კაიზერსლაუტერნი“), ტიგრან ბარსეგიანი („სლოვანი“), ნიკოლას კალუკიანი („ურარტუ“).
სომხეთთან პირველი მატჩი ერევანში 20 მარტსაა, რომელშიც მონაწილეობას ვერ მიიღებენ გურამ კაშია და ხვიცა კვარაცხელია, ხოლო თბილისური შეხვედრა „დინამო არენაზე“ 23 მარტს გაიმართება. გამარჯვებული გუნდი ერთა ლიგის B დივიზიონში ითამაშებს.
GIPHY App Key not set. Please check settings