გიორგი მიქაუტაძემ ევროპის ლიგაზე ბენეფისი მოიწყო: ორი გოლი გაიტანა, ორი საგოლე პასიც მიაყოლა და „ლიონს“ „სტიაუასთან“ მოაგებინა – 4:0.
გიორგი მე-14 წუთზე ორ მცველს გასცდა და ცაციათი ეფექტური გოლით ანგარიში გახსნა.
მერე მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ დააყოვნა და…
დუბლი კი 47-ე წუთზე შეასრულა, აუღელვებლად დაარტყა ორ მცველს შორის.
შეფასებები თითქმის უმაღლესია: Flashscore – 8.5; Sofascore – 9.8; Whoscored – 9.5.
მიქაუტაძეს მიმდინერე გათამაშებაში 4 გოლი და 4 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. სულ კი 35 მატჩში 12 გოლი და 6 საგოლე პასი აქვს.
ლიონი – სტიაუა 4:0
გოლები: 1:0 მიქაუტაძე (14), 2:0 ნუამა (37), 3:0 მიქაუტაძე (47), 4:0 ნუამა (88)
„ლიონმა“ ორი მატჩის ჯამში „სტიაუა“ 7:1 (3:1, 4:0) დაამარცხა და ევროპის ლიგის 1/4-ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე არც თუ დალხენილ ფორმაში მყოფი, მაგრამ მაინც „მანჩესტერ იუნაიტედი“ იქნება.

გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენი“ კონფერენს ლიგის პლეი ოფში „ჩელსის“ ესტუმრა, პირველი მატჩის მსგავსად (1:2), მეორე შეხვედრაც დათმო (0:1) და გათამაშებას გამოეთიშა. საქართველოს ნაკრების მცველი გუნდის განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.