in

ვაჩვენეთ, რომ ფეხბურთის თამაში გვიყვარს და ამაყები ვართ: პარიზმა გასახდელში იზეიმა

პსჟ-მა სტუმრად „ლივერპული“ პენალტების სერიაში დაამარცხა ძალიან სანახაობრივ, ტემპიან, ლამაზ ფეხბურთში და ცხადია მომქანცველი და დრამატული შეხვედრის შემდეგ პარიზელები სიხარულით მეცხრე ცაზე იყვნენ. ემოციები არ დაუმალავს არც მთავარ მწვრთნელს, რომელმაც თამაშის შემდეგ კომენტარიც გააკეთა:

ხვიჩა და პსჟ გავიდნენ: კვარას და პარიზის სუპერმატჩი ლივერპულში

ლუის ენრიკე:

„ჯერ კიდევ ემოციებში ვარ. ვაჩვენეთ, რომ ნამდვილი გუნდი ვართ. დღეს, ჩვენს 3 ათას გულშემატკივართან ერთად, შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ და გამარჯვებით ამაყები ვართ. მინდა დონარუმა გამოვარჩიო.
ძალიან რთული თამაში იყო, ბურთის შენარჩუნება გვიჭირდა, რადგან ძლიერი მეტოქე გვყავდა. ეს გამარჯვება ყველა ჩვენი გულშემატკივრისთვისაა.

ახლა აღდგენაზე და მოგების აღნიშვნაზე უნდა ვიფიქროთ. ვაჩვენეთ, ფეხბურთის თამაში გვიყვარს. ეს მოგება პროგრესში დაგვეხმარება. შესანიშნავ ფორმაში ვართ. გასახდელში ზეიმი გვქონდა, თუმცა გვესმის, ჯერ არაფრისთვის არ მიგვიღწევია“.

პსჟ-ს ფეხბურთელების თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს.

Whoscored: დონარუმა 9.4, ჰაკიმი 7.3, მარკინიოსი 7.0, პაჩო 7.4, მენდეში 8.2, ნევეში 7.8, ვიტინია 8.4, ფაბიანი 6.8, ბარკოლა 6.4, კვარაცხელია 7.8, დემბელე 8.2, დუე 7.3, ზაირ-ემერი 6.8, ბერალდო 6.4, ლი 6.3, რამუში 6.5.

Sofascore: დონარუმა 8.7, ჰაკიმი 7.1, მარკინიოსი 6.8, პაჩო 7.4, მენდეში 7.9, ნევეში 7.8, ვიტინია 8.3, ფაბიანი 6.9, ბარკოლა 6.6, კვარაცხელია 7.8, დემბელე 7.3, დუე 7.3,
ზაირ-ემერი 7.1, ბერალდო 6.8, ლი 6.9, რამუში – შეფასების გარეშე.

Flashscore: დონარუმა 7.7, ჰაკიმი 8.1, მარკინიოსი 6.9, პაჩო 7.5, მენდეში 8.0, ნევეში 7.4, ვიტინია 8.4, ფაბიანი 7.1, ბარკოლა 6.7, კვარაცხელია 7.2, დემბელე 8.2, დუე 7.1, ზაირ-ემერი 6.8, ბერალდო 6.9, ლი 7.1, რამუში – შეფასების გარეშე.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პარიზს თუ არ ჩავთვლით… ფავორიტებმა მოიგეს – ჩემპიონთა ლიგა

ორივე გიორგი სიმბოლურში: ქოჩორა და წიტე ტურის ნაკრებში მოხვდნენ