in

პარიზს თუ არ ჩავთვლით… ფავორიტებმა მოიგეს – ჩემპიონთა ლიგა

ჩემპიონთა ლიგაზე განმეორებითი მერვედფინალური მატჩები გაიმართა.
სამ შემთხვევაში ყველაფერი ლოგიკურად წავიდა და ფავორიტებმა მოიგეს, აი ლივერპულში კი კვარაცხელიამ და პსჟ-მა ულამაზეს ფეხბურთში წარმატებას მიაღწიეს და ტურნირის ფავორიტად მიჩნეული „ლივერპული“ გააგდეს.

ბარსელონა – ბენფიკა 3:1 (პირველი შეხვედრა 1:0)
გოლები: 1:0 რაფინია (11), 1:1 ოტამენდი (13), 2:1 იამალი (27), 3:1 რაფინია (42)

“ბარსელონა” 24-ედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში. მარტო “რეალს” და “ბაიერნს” აქვთ უკეთესი შედეგი.

ფლიკმა ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონასა“ და „ბაიერნის“ ხელმძღვანელობით ჩატარებული 28 მატჩიდან 24 მოიგო. საერთო ანგარიში – 89:28.

ფლიკი: „ბედნიერი ვარ. “ბარსას იდეა ჩემპიონთა ლიგის მოგებაა”.

რაფინიას ჩემპიონთა ლიგაზე 17 (11+6) ქულა აქვს. ბარსაში მხოლოდ მესის ჰქონდა მეტი – 19 (2011/12 სეზონში).

17 წლის იამალი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მატჩში გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა. ბარსას გარემარმა ემბოლოს რეკორდი მოხსნა.

ბაიერი – ბაიერნი 0:2 (პირველი შეხვედრა 0:3)
გოლები: 0:1 კეინი (52), 0:2 დევისი (71)

“ბაიერნი” ზედიზედ მე-6-ედ გავიდა ლიგის 1/4 ფინალში.

ჰარი კეინი მეორე ინგლისელია, რომელსაც 50 (და მეტი) გოლი და საგოლე გადაცემა (39 გოლი, 11 ასისტი) აქვს ჩემპიონთა ლიგაში, დევიდ ბექჰემის შემდეგ (16 გოლი, 36 ასისტი).

ჰარი კეინი პირველი ინგლისელია, ვინც ჩემპიონთა ლიგის (თასის) ერთ სეზონში 10 გოლი გაიტანა.

მიუნხენის “ბაიერნი” ერთადერთი გუნდია, რომელიც 2019/20 წლების სეზონის შემდეგ ზედიზედ გადის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში.

ინტერი – ფეიენოორდი 2:1 (პირველი შეხვედრა 2:0)
გოლები: 1:0 ტიურამი (8), 1:1 მოდერი (42, პენ), 2:1 ჩალჰანოღლუ
(51, პენ)

ლივერპული – პსჟ 0:1 (პირველი შეხვედრა 1:0)
გოლი: დემბელე (12).
პენალტების სერია: 0:1 ვიტინია, 1:1 სალაჰი, 1:2 რამუში, 1:2 დ. ნუნიესი (მეკარე), 1:3 დემბელე, 1:3 ჯოუნსი, 1:4 დუე

“ლივერპულმა” ჩემპიონთა ლიგა/ჩემპიონთა თასზე პენალტების სერიაში პირველად წააგო.

პსჟ გახდა მეორე ფრანგული გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში პენალტების სერიით მოიპოვა კვალიფიკაცია 40 წლის შემდეგ, როცა “ბორდომ” 1985 წლის მარტში საბჭოთა გუნდი “დნეპრი” (დღეს “დნიპრო”) დაამარცხა. ფრანგული კლუბები აქამდე ზედიზედ 4-ჯერ იყვნენ გავარდნილები ამგვარ ვითარებაში.

პსჟ-ს 48 დარტყმა აქვს და 1 გოლი “ლივერპულთან” ორივე მატჩში ერთად.

პსჟ-ს პირველ ტაიმში გოლის მოლოდინის კოეფიციენტი (xG) ჰქონდა 1.97, რაც უკვე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ამ სეზონის ყველა ტურნირზე იმ გუნდებს შორის, რომელთაც “ენფილდზე” სტუმრის სტატუსით უთამაშია.

პსჟ პირველ ტაიმში არცერთხელ არ დაჯარიმებულა, რაც ჩემპიონთა ლიგის მატჩებში პირველად მოხდა მას შემდეგ, რაც Opta-ს სტატისტიკური პლატფორმა აკვირდება ამ ტურნირს (2003/04).

პსჟ-მა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მხოლოდ მეორედ ითამაშა დამატებით დრო – ზუსტად 10 წლის შემდეგ პირველი შემთხვევისგან, როცა “ჩელსისთან” მერვედფინალში გაიმარჯვა სტუმრად გატანილი მეტი გოლის (ეს წესი ახლა გაუქმებულია) ხარჯზე.

კერტის ჯოუნსი (“ლივერპული”) არის მხოლოდ მეორე ინგლისელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მატჩში გააცუდა დარტყმა 11-მეტრიანების სერიაში, ჯონ ტერის (2008 წლის ფინალი) შემდეგ.

“ლივერპული” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალს ზედიზედ მესამედ გამოტოვებს.

არნე სლოტი: „საუკეთესო მატჩი, რომელშიც ოდესმე მონაწილეობა მიმიღია. ლივერპულმა შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ იღბალი ჩვენს მხარეს არ ყოფილა. ჩვენ ჰოლანდიელებმა ვიცით როგორ წავაგოთ პენალტების სერიაში“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩა და პსჟ გავიდნენ: კვარას და პარიზის სუპერმატჩი ლივერპულში

ვაჩვენეთ, რომ ფეხბურთის თამაში გვიყვარს და ამაყები ვართ: პარიზმა გასახდელში იზეიმა