in

შანსი რეალურია: ეს სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია, მიზანი ლიგის მოგებაა – ხვიჩა კიდევ უკეთ ითამაშებს

პსჟ-ს დღეს საღამოს, თბილისის დროით 24:00 საათზე, უმნიშვნელოვანესი თამაში აქვს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში განმეორებითი მატჩია „ენფილდზე“ „ლივერპულათან“. შეხვედრის წინა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჩვენი ხვიჩა კვარაცხელია წაიყვანა.

აი რა თქვა ხვიჩამ:

„რთული თამაში გველის, მაგრამ მზად ვართ. ვეცდებით, ხასიათი გამოვავლინოთ. „ენფილდზე“ თამაში ბევრის ოცნებაა და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ. შანსები თანაბარია. „ლივერპულთან“ უპირატესობის მოპოვება ადვილი არაა, თუმცა გასულ კვირას ჩვენ ეს შევძელით.

მეც და ჩვენი გუნდის ბევრმა ფეხბურთელმა იცის „ენფილდზე“ არსებული ატმოსფერო და აქაური გულშემატკივრები.

ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც პარიზში და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ეს სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია. პსჟ-ის მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა.

პსჟ-ში თავს კარგად ვგრძნობ. ადაპტაცია კარგად მიმდინარეობს, რადგან ამაში ყველა მეხმარება. ბევრს ვშრომობ და ვფიქრობ, კიდევ უფრო უკეთ ვითამაშებ.

ბევრს ვმუშაობ, რათა გუნდს მეტი წარმატება მოვუტანო. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ პოზიციაზე ვითამაშებ, მთავარია, გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო.

მწვრთნელი გვაძლევს შესაძლებლობას, ჩვენი დონე ვაჩვენოთ. ჩვენც ყველაფერს გავაკეთებთ და ვფიქრობ, გასვლის რეალური შანსი გვაქვს“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გოგამ 4 ქულა, სანდრომ 3 ქულა ჩააგდეს და ორივემ წააგო

მიზანი ერთია: მოგება – ლუის ენრიკემ გამონაკლისი დაუშვა და ბიჭებს მარტივი დავალება მისცა