გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მყოფ „ნიცას“ ესტუმრა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა – 2:0.
ქართველი თავდამსხმელი თადარიგში დარჩა და მოედანზე მხოლოდ 77-ე წუთზე შევიდა. მთავარი ამბები კი სწორედ ამის შემდეგ მოხდა.
ჩვენიანს თავადაც ჰქონდა გატანის შანსი ჰქონდა, მაგრამ მეკარემ აუღო.
შეფასებები: Flashscore – 6.3; Sofascore – 6.8; Whoscored – 6.4.
საინტერესოა,რომ ორივე გუნდის მწვრთნელი დისკვალიფიცირებული არიან და ტრიბუნაზე თბილად შეხვდნენ ერთმანეთს.
ნიცა – ლიონი 0:2
გოლები: 0:1 შერკი (78), 0:2 ნუამა (83)
25 ტურის შემდეგ „ლიონი“ მე-6 ადგილზეა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ზონასთან ჩამორჩენა ოთხ ქულამდე შეამცირა.
მომდევნო მატჩს კი 14 მარტს, ევროპა ლიგაზე შინ „სტიაუასთან“ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings