გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა და „ლევანტეს“ შინ აუტსაიდერ „კარტახენასთან“ გამარჯვებაში დაეხმარა – 3:0.
ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო, 74 წუთი ითამაშა, გოლი გაიტანა და ყვითელი ბარათი მიიღო.
ქოჩორას შეფასება გუნდში მეორეა: Flashscore – 8.2; Sofascore – 8.2.
ლევანტე – კარტახენა 3:0
გოლები: 1:0 რომერო (28), 2:0 ქოჩორაშვილი (71), 3:0 იბორა (59, პენ)
30 ტურის შემდეგ „ლევანტე“ 53 ქულით მე-2 ადგილზე დაწინაურდა, რაც ლა ლიგაში პირდაპირ გადასვლას ნიშნავს, ლიდერ „მირანდესს“ კი მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.
16 მარტს სტუმრად „უესკას“ შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings