გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ ევროპა ლიგის 1/8-ფინალში ბუქარესტში „სტიაუას“ ესტუმრა და კომფორტული ანგარიშით მოუგო – 3:1. ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს.
30-ე წუთზე ფრანგებმა ანგარიში მიქაუტაძის დახმარებით გახსნეს: ჟორჟმა ბურთი საჯარიმოში მიიღო, კორპუსით მცველი საპირისიპირო მიმართულებით გააბითურა, მარჯვენა მხარეს შეიჭრა და ზუსტად დაასვა თავზე ტალიაფიკოს.
მიქაუტაძეს მეორე ტაიმში სამჯერ შეეძლო გატანა. ჯერ მეკარესთან პირისპირ რჩებოდა და წაიქცა, მერე სწრაფი კონტრშეტევის დაგვირგვინება ვერ მოახერხა, ბურთს მიწაზე დაუშვებლად დასცხო, მესამედ კი მეკარემ მოიგერია. ეს დაახლოებით იმას ჰგავდა, კვარამ რომ „ლივერპულს“ გაუტანა და არ ჩაუთვალეს.
შეფასებები: Flashscore – 7.1; Sofascore – 7.4; Whoscored – 7.0.
მიქაუტაძის ანგარიშზე ამ სეზონში ყველა ტურნირზე 33 მატჩში 10 გოლი და 4 საგოლე პასია.

სტიაუა – ლიონი 1:3
გოლები: 0:1 ტალიაფიკო (30), 1:1 ბელუცე (68), 1:2 ფოფანა (86), 1:3 ფოფანა (89)
განმეორებითი შეხვედრა 13 მარტსაა. მანამდე კი „ლიონი“ 9 მარტს ლიგა 1-ის 25-ე ტურში სტუმრად „ნიცას“ შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings