მადრიდში 21 აპრილს Laureus World Sports Awards-ის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, სადაც 2024 წლის საუკეთესო სპორტსმენებს დაასახელებენ.
პრესტიჟულ დაჯილდოებას „სპორტულ ოსკარსაც“ უწოდებენ, რომელიც 2000 წელს დაარსდა.
Laureus-ის ჯილდო ყველაზე მეტჯერ, 6-ჯერ როჯერ ფედერერს მოუგია.
გასულ წელს საუკეთესო მამაკაც სპორტსმენად ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი დასახელდა, ხოლო ქალთა შორის ესპანელი ფეხბურთელი აიტანა ბონმატი.

წლევანდელები ნომინანტები:
წლის მამაკაცი სპორტსმენი:
კარლოს ალკარასი (ესპანეთი, ჩოგბურთი), მონდო დუპლანტისი (შვედეთი, მძლეოსნობა), ლეონ მარშანი (საფრანგეთი, ცურვა), ტადეი პოგაჩარი (სლოვენია, ველორბოლა), მაქს ფერსტაპენი (ავტორბოლა).

წლის ქალი სპორტსმენი:
სიმონ ბაილსი (აშშ, ტანვარჯიში), აიტანა ბონმატი (ესპანეთი, ფეხბურთი), სიფან ჰასანი (ნიდერლანდები, მძლეოსნობა), ფაიტ კიპიეგონი (კენია, მძლეოსნობა), სიდნი მაკლაფლინ-ლევრონი (აშშ, მძლეოსნობა), არინა საბალენკა (ბელარუსი, ჩოგბურთი).
წლის გუნდი:
„ბოსტონ სელტიკსი“ (აშშ, კალათბურთი), „ბარსელონას“ ქალთა გუნდი (ესპანეთი, ფეხბურთი), „მაკლარენი“ (დიდი ბრიტანეთი, ფორმულა 1), მადრიდის „რეალის“ მამაკაცთა გუნდი (ესპანეთი, ფეხბურთი), ესპანეთის მამაკაცთა ნაკრები (ფეხბურთი), აშშ-ის მამაკაცთა ნაკრები (კალათბურთი).

წლის გარღვევა:
ჟულიენ ალფრედი (სტ.ლუსია, მძლეოსნობა), ლევერკუზენის „ბაიერის“ მამაკაცთა გუნდი (გერმანია, ფეხბურთი), სამერ მაკინტოში (კანადა, ცურვა), ლეტსილ ტებოგო (ბოტსვანა, მძლეოსნობა), ვიქტორ ვემბანიამა (საფრანგეთი, კალათბურთი), ლამინ იამალი (ესპანეთი, ფეხბურთი).
წლის დაბრუნება:
რებეკა ანდრადე (ბრაზილია, ტანვარჯიში), კაელებ დრესელი (აშშ, ცურვა), ლარა გუტ-ბეჰრამი (შვეიცარია, სათხილამურო სპორტი), მარკ მარკესი (ესპანეთი, მოტორბოლა), რიშაბ პანტი (ინდოეთი, კრიკეტი), არიარნე ტიტმუსი (ავსტრალია, ცურვა).
სპეციალური პრიზი „სპორტი კეთილი მიზნებისთვის“: ლესოტო – ფეხბურთი და გენდერული თანასწორობა, აშშ – ფიგურული ციგურაობა და რასობრივი თანასწორობა, ესპანეთი – სერფინგი და ინკლუზია, იტალია – ფეხბურთი და სოციალური ინტეგრაცია, საფრანგეთი – კალათბურთი და გენდერული თანასწორობა, დიდი ბრიტანეთი – მრავალსპორტი და დასაქმება.

GIPHY App Key not set. Please check settings