„სარაევოს“ მთავარმა მწვრთნელმა, ზორან ზეკიჩმა ბოსნიურ გამოცემა Vijesti-სთან „სარაევოს“ შესახებ ისაუბრა და ქართველი ლიდერის თამაში განსაკუთრებით გამოარჩია.
ბოსნიის ჩემპიონატის მე-20 ტურის ბოლო მატჩში „სარაევომ“ „შიროკი ბრიეგი“ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა 1:0, მატჩის ერთადერთი გოლის ავტორი კი 53-ე წუთზე გიორგი გულიაშვილი გახდა.
„კარგ ფეხბურთს ვთამაშობთ, ბევრ შანსს ვქმნით, მაგრამ, სამწუხაროდ, ამდენი ვერ გაგვაქვს.
სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ გიორგი გულიაშვილი უნდა დავაფასოთ. მან ბოლო ტურში „შიროკი ბრიეგთან“ თამაშის ბედი გადაწყვიტა. მისი განეიტრალება შეუძლებელია, რადგან გულიაშვილი საგოლე მომენტებს წარმოუდგენლად მარტივად ქმნის“, – განაცხადა „სარაევოს“ მთავარმა მწვრთნელმა.
გიორგი გულიაშვილის ანგარშზე მიმდნარე სეზონში 17 გოლია. ბოსნიის ჩემპიონატში კი მე-13 გოლი გაიტანა (+4 საგოლე გადაცემა) და ჩემპიონატის ერთპიროვნული ბომბარდირია.
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings