in

ფეხბურთში ახალი წესები დამტკიცებულია, თამაშგარისთვის დამატებითი ტესტირება იგეგმება…

საერთაშორისო საფეხბურთო ასოციაციის საბჭომ (IFAB) ახალი წესები დაამტკიცა. ჯერ შეგახსენებთ, რომ დაანონსებული იყო ორი რევოლუციური ცვლილება – ერთი ეხებოდა თამაშგარე მდგომარეობის განსაზღვრას (ახალი წესით თამაშგარეში ჩაითვლებოდა მოთამაშე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მეტოქის ბოლო მცველისგან მთელი სხეულით იქნებოდა წინ), ხოლო მეორე – მწვრთნელების მიერ ამა თუ იმ ეპიზოდის VAR-ზე შემოწმების მოთხოვნას შეზღდული რაოდენობით.

IFAB-ი არ არის პრინციპულად წინააღმდეგი, დამტკიცდეს ზემოთ ხსენებული წესები, თუმცა მოცემულ მომენტში ამისთვის მზად არ აღმოჩნდა. ამიტომ, გადაწყდა, რომ მოიძებნოს შესაბამისი ტურნირები ამ წესის ტესტირებისთვის. აქ ერთი დადებითი მომენტია – ორგანიზაციას ესმის, რომ ამ წესის დამკვიდრება ხელს შეუწყობს შემტევი ფეხბურთის სტიმულირებას.

რაც შეეხება უკვე დამტკიცებულ სიახლეებს, პირველი ეხება მეკარეებს. ახალი წესის მიხედვით, თუ მეკარე ბურთს 8 წამის განმავლობაში არ შეიყვანს თამაშში (ამასთან, არბიტრმა საჯაროდ უნდა აჩვენოს უკუთვლა 5 წამიდან), მისი გუნდის წინააღმდეგ კუთხური დაინიშნება.

შემდეგი წესი უკავშირდება გუნდის კაპიტნებისა და მსაჯების ურთიერობას, რაც ევროპის ბოლო ჩემპიონატზე უკვე გამოიცადა. გუნდის კაპიტანი იქნება ერთადერთი მოთამაშე, რომელსაც შეუძლია პირდაპირ მიმართოს მსაჯს კონკრეტულ სიტუაციებში.

მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ არბიტრებს ექნებათ შესაძლებლობა, გააკეთონ საჯარო კომენტარი გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ფიფა-ს აზრით, ეს კიდევ უფრო გაზრდის გამჭვირვალობას.

შემდეგი ცვლილება – თუ თამაშის შეჩერების მომენტში ბურთი არის საჯარიმო მოედნის გარეთ, ის თამაშში უნდა დააბრუნოს გუნდმა, რომელიც მას ბოლოს მომენტში ფლობდა, ან არბიტრის შეხედულებით, შეეძლო, დაუფლებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბურთი გადაეცემა გუნდს, რომლის ფეხბურთელიც მას ბოლო მომენტში შეეხო.

ერთი საინტერესო ცვლილებაც – არაპირდაპირი საჯარიმო დარტყმა დაინიშნება იმ გუნდის საწინააღმდეგოდ, რომლის ნებისმიერი ოფიციალური წარმომადგენელი – შეცვლილი, სათადარიგო ან გაძევებული მოთამაშე, შეეხება ბურთს მოედნის ფარგლების გადაკვეთის შემდეგ.

უკვე ცნობილია, რომ ახალი ცვლილებები ძალაში იქნება 2025 წლის 14 ივნისიდან, რომელიც ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო თასის გათამაშების დაწყების დღეა.

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გულიაშვილის გამარჯვების გოლი, ქოჩორას მნიშვნელოვანი გამარჯვება, წიტაიშვილის განადგურება – ლეგიონერები

შენგელიას 15 ქულა და გამარჯვება უშუალო კონკურენტთან