გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ“ სტუმრად „ელდენსესთან“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა – 2:1. 29-ე ტურის მატჩში ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 82 წუთი ითამაშა. შეფასებები: sofascore – 7.2, flashscore – 6.8.
„ლევანტე“ 50 ქულით მე-3 ადგილზე და ლიდერ „უესკას“ მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.

იმავე ლა ლიგა 2-ში მტკივნეული მარცხი განიცადა გიორგი წიტაიშვილის „გრანადამ“, რომელიც „კორდობას“ ესტუმრა – 0:5. ჩვენიანმა შეუცვლელად ითამაშა. შეფასება – 6.3.
ლევან შენგელიამ მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა „ოფის“ შემადგენლობაში. მისმა გუნდმა „ლამია“ 3:0 დაამარცხა. შენგელიამ შეუცვლელად ითამაშა და 7.4 შეფასება მიიღო.
ბოსნიაში, “სარაევომ” 1:0 დაამარცხა “შიროკი ბრიგი” 1:0. გამარჯვების გოლი 53-ე წუთზე გიორგი გულიაშვილმა გაიტანა. ეს 24 წლის ფორვარდის მე-13 გოლია მიმდინარე ჩემპიონატში. შეუცვლელად ითამაშა, ხოლო გორდეზიანი სათადარიგო იყო.
გუგეშაშვილი ისევ დაფრინავს, ოდიშარიამ სუპერთასი მოიგო – ლეგიონერები
GIPHY App Key not set. Please check settings