საბა გოგლიჩიძემ მორიგი სრული შეხვედრა ჩაატარა „ემპოლიში“. მისმა გუნდმა სტუმრად „ჯენოასთან“ ქულა მოიპოვა – 1:1.
20 წლის ქართველი მცველისთვის ეს 24-ე მატჩი გახლდათ და ტრავმების გამო მხოლოდ სამი თამაში გაუცდა.
საბას შეფასებებია: Flashscore – 6.7; Sofascore – 6.7; Whoscored – 6.5.
ჯენოა – ემპოლი 1:1
გოლები: 0:1 გრასი (36), 1:1 სილვესტრი (81, საკ. კარში)
27 ტურის შემდეგ „ემპოლი“ 22 ქულით მე-18 ადგილზეა და 9 მარტს „რომას“ უმასპინძლებს.
GIPHY App Key not set. Please check settings