in

გუგეშაშვილი ისევ დაფრინავს, ოდიშარიამ სუპერთასი მოიგო – ლეგიონერები

სლოვაკეთში, გურამ კაშიას „სლოვანმა“ შინ მოულოდნელად წააგო „ტრნავასთან“ 0:1. ჩვენიანი კაპიტანი იყო, 85-ე წუთზე შეცვალეს და 6.6 დაუწერეს.

რუმინეთში, ანზორ მექვაბიშვილის კრაიოვას „უნივერსიტატეამ“ შინ „ფარული“ დაამარცხა – 1:0 აჯობა. ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 89-ე წუთზე შეცვალეს.

შვეიცარიაში, „ბაზელმა“ 2:0 მოუგო „სიონს“. მასპინძელთა შემადგენლობაში გაბრიელ სიგუა 62-ე წუთზე შევიდა, თვით შაქირი შეცვალა და 6.8 ქულა დაუწერეს.

სერია B-ში ლუკა ლოჩოშვილის „სალერნიტანა“ „ჩეზენას“ ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. ქართველმა მცველმა ხრულად ითამაშა (შეფასება – 6.1).
გიორგი კვერნაძე 87-ე წუთზე გამოჩნდა „ფროზინონეში“, რომელმაც შინ „მანტოვა“ 2:1 დაამარცხა.

საბერძნეთში, „პანსერაიკოსში“ მორიგი გამორჩეული თამაში ჩაატარა ლუკა გუგეშაშვილმა. „კალითეასთან“ მოგებულ (2:1) შეხვედრაში ქართველმა მეკარემ გუნდი ოთხჯერ გადაარჩინა. საუკეთესო შეფასება სწორედ ჩვენიანმა მიიღო – 7.6.

პორტუგალიის ჩემპიონატში ოთარ მამაგეიშვილმა „ფამალიკაოს“ შემადგენლობაში 75-ე წუთიდან ითამაშა „ნასიონალთან“ (1:2) და ყვითელი ბარათი მიიღო.

უნგრეთში, ნიკა კვეკვესკირის „ნირედიჰაზა“ სტუმრად „ზალაეგერსეგის“ 0:0 ეთამაშა. ქართველმა ნახევარმცველმა შეცვლაზე 13 წუთი ითამაშა.

ლაშა ოდიშარიას „რიგის ფუტბოლ სკოლა“ (რფს) ლატვიის სუპერთასისთვის „რიგას“ შეხვდა, 3:1 მოუგო და ტიტულის მფლობელი გახდა.
ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 78-ე წუთზე შეცვალეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ალისონმა წასვლა გადაიფიქრა, ლივერპული მამარდას ისევ გაანათხოვრებს 

100-ქულიანი სიტი პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე ძლიერი გუნდია