პრემიერლიგა აპირებს მსაჯების საუბრის ჩანაწერები VAR-ის ასისტენტებთან მაყურებლისთვის ხელმისაწვდომი გახადოს.
პრემიერლიგის თავკაცმა რიჩარდ მასტერსმა დაადასტურა, რომ ლიგა აპირებს არბიტრების საუბრის ჩანაწერები მატჩის შემდეგ გამოაქვეყნონ ხოლმე. ამ იდეამ ფართო მხარდაჭერა მოიპოვა.
„საერთო აზრია, რომ ეს კარგია. გვინდა უფრო ღია გავხდეთ გულშემატკივრებისთვის მსაჯის მიერ გადაწყვეტილების მიღების კუთხით. გვსურს ხალხს ვაჩვენოთ როგორ ხდება გადაწყვეტილების მიღება“, – თქვა მასტერსმა.
პრემიერლიგა იმედოვნებს, რომ საუბრის პუბლიკაცია გამჭირვალობას გაზრდის. აუდიოს მხოლოდ მატჩის შემდეგ გაასაჯაროვებენ, რადგან პირდაპირ ეთერში საუბრის გამომზეურობის ნებართვა ჯერ არ არსებობს.
ანალოგიური პრაქტიკა უკვე გამოიყენება MLS-ში.
GIPHY App Key not set. Please check settings