ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მა „ლილს“ უმასპინძლა და საკმაოდ იოლად მოიგო – 4:1.
მასპინძლებმა ყველა გოლი პირველივე ტაიმში გაიტანეს და სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს.
კვარაცხელია ამჯერად ძირითადში არ ყოფილა, მოედანზე 63-ე წუთზე შევიდა და სულ რამდენჯერმე შეეხო ბურთს.
ერთხელ ფლანგიდან დრიბლინგი სცადა, მერე ბარკოლას გაატანინა გოლი იდეალური პასით, მაგრამ თამაშგარე დააფიქსირეს.
შეფასებები: Flashscore – 6.8; Sofascore – 6.5; Whoscored – 6.1.
არ არის გამორიცხული ხვიჩას ძირითადში არდაყენება ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულთან” მოახლოებულ მატჩს (5 მარტს პარიზში) და დასვენებას უკავშირდებოდეს.
პსჟ – ლილი 4:1
გოლები: 1:0 ბარკოლა
(6), 2:0 მარკინიოსი (22), 3:0 დემბელე (28), 4:0 დუე (37), 4:1 დევიდი (80)
პსჟ 62 ქულით ერთპიროვნული ლიდერია და ჩემპიონატში მორიგი თამაში 8 მარტს აქვს სტუმრად „რენთან“.
GIPHY App Key not set. Please check settings