გიორგი ჩაკვეტაძემ ინგლისის ჩემპიონშიფში შესანიშნავი მატჩი ჩაატარა „ლუტონთან“ და „უოტფორდს“ 2:0 მოგებაში დაეხმარა, რასაც ინგლისურ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ჩემპიონშიფის ოფიციალური გვერდი – „გიორგი ჩაკვეტაძის კიდევ ერთი შესანიშნავი თამაში! ეს უკვე ქართველის მეექვსე საგოლე გადაცემაა. კაიემბეს გოლი ჩაკვეტაძის შესანიშნავი დრიბლინგის შედეგი იყო.
„უოტფორდის“ ქართველი შემტევი ნახევარმცველის თამაში ინგლისელ გულშემატკივრებსაც ძალიან მოსწონთ, რაც კომენტარებში კარგად ჩანს:
„გიორგი ჩაკვეტაძე ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, რაც დღესაც დაამტკიცა. მისი პირველი ნახევარი ძალიან კარგი იყო და „უოტფორდში“ ჟოაო პედროს (ამჟამად „ბრაიტონისა“ და ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელი, რომელიც ადრე „უოტფორდში“ თამაშობდა) სტილი გამახსენა. მისი ასისტიც შესანიშნავი იყო. ძალიან კარგია“.
„გიორგი ჩაკვეტაძე აშკარად ჩემპიონშიფზე მაღლა დგას! ეფექტური ნახევარმცველი და დრიბლიორია, რომელიც მეტოქის ჩამოშორებაში ხელებსაც კარგად იყენებს, ორივე ფეხით შესანიშნავად თამაშობს და საგოლე მომენტების შექმნის ნამდვილი მანქანაა. მისი ხედვა, პასი და ტექნიკური უნარები საშუალებას მისცემს, რომ პრემიერლიგაში „აფეთქდეს“!
„ლუტონის“ კარში გიორგის გადაცემით ედო კაიემბემ გაიტანა, რომელმაც მატჩის შემდეგ განაცხადა: „თამაშის წინ გიორგის ვუთხარი – „დღეს თუ არ გაიტან, საგოლე გადაცემას მაინც გამიკეთებ-მეთქი. ძალიან კარგი გრძნობაა, როდესაც შენი თანაგუნდელის გჯერა“.
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings