ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ჩემპიონატში მეშვიდე გოლი გაიტანა, გრაცის „შტურმმა“ კი დაძაბულ ბრძოლაში, შინ „ბლაუ ვაისი“ დაამარცხა – 2:1.
ქართველი ნახევარმცველი გუნდი კაპიტანი იყო და მე-18 წუთზე პენალტით გახსნა ანგარიში გახსნა.
ოთარმა ბოლომდე ითამაშა.
შეფასებები მაღალი მიიღო და საუკეთესოდაც დასახელდა: sofascore – 8.1, flashscore – 8.4.
კიტეიშვილის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 7 გოლი და 3 საგოლე პასია.

შტურმი – ბლაუ ვაისი 2:1
გოლები: 1:0 კიტეიშვილი (18, პენ), 2:0 იალკუიე (43), 2:1 პაშიჩი (83)
19 ტურის შემდეგ გრაცის „შტურმმა“ 40 ქულა დააგროვა, პირველ ადგილზეა და 2 მარტს სტუმრად „ზალცბურგს“ შეხვდება.

GIPHY App Key not set. Please check settings