in

თბილისში ბარსელონას ლეგენდები მოდიან

საქართველოს ნაკრების ლეგენდები 16 მაისს თბილისში „ბარსელონას“ ლეგენდებს უმასპინძლებენ.

„საქართველოში ლეგენდების სერია გრძელდება. Sports Orient-ის ორგანიზებით თბილისს ლეგენდარული „ბარსელონა“ ესტუმრება“, – წერია Sports Orient-ის გავრცელებულ ცნობაში.

მსოფლიო ფეხბურთის გრანდი საქართველოს დედაქალაქში ზუსტად 10 წლის შემდეგ დაბრუნდება. GEO 11-ისა და „ბარსელონას“ ლეგენდების ამხანაგურ შეხვედრას „დინამო არენა“ უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ 10 წლის წინ, აგვისტოში, „დინამო არენაზე“ ევროპის სუპერთასის ფინალი გაიმართა, სადაც „ბარსელონამ“ „სევილია“ 5:4 დაამარცხა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩას ლივერპული შეხვდა: ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალისტები დაწყვილდნენ

გავედით: საქართველო ევროპაზეა – გვანერვიულეს, მაგრამ ზედიზედ მეექვსედ